ქართ/ინგ
       


იდეა:
anonsi.ge მარტივი იდეაა. ჩვენი დახმარებით, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაციის გარეშე იყიდოთ, ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, ან მომსახურება საქართველოს მასშტაბით. განცხადების განთავსება უფასოა.

წესები ანონსის შესაქმნელად

მხოლოდ მარკეტინგი:
საიტზე განთავსდება მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც ეხება გაყიდვას, გაქირავებას, დაგირავებას, სამუშაო ადგილებს და მომსახურებას. განცხადებაში სხვაგვარი ინფორმაცია არ დაიშვება.

მომსახურება: თქვენს მიერ საიტზე, “მომსახურებაში” განთავსებული განცხადების შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

აღწერა: ანონსის სათაურმა უნდა აღწეროს ნივთი, ან მომსახურება. არ არის ნებადართული კომპანიის სახელის, ან URL-ის ჩაწერა ”სათაურში” . დასათაურების დროს დაუშვებელია არასასურველი ნიშნების გამოყენება. განცხადების ტექსტმა უნდა აღწეროს სპეციფიური ნივთი, ან მომსახურება, რომელსაც სთავაზობთ მყიდველს. ნებადართულია მხოლოდ ქართულ, ან ინგლისურ ენაზე გაკეთებული განცხადებები.

კატეგორიებად დაყოფა: განცხადებები უნდა განთავსდეს იმ კატეგორიებში, რომლებიც ყველაზე კარგად აღწერენ გასაყიდ ნივთს, ან მომსახურებას. (თუ საჭიროდ ჩავთვლით, ანონსს გადავიტანთ შესაფერის კატეგორიაში). აკრძალულია სხვადასხვა შინაარსის განცხადებების განთავსება ერთი და იგივე ანონსში, რადგან  არ იქნებიან კატეგორიის შესაფერისნი. ასეთი ანონსები უნდა დაიყოს და გამოქვეყნდეს ცალ-ცალკე.

მხოლოდ ერთი ავტომობილი, ან ბინა თითოეულ ანონსში:
დაუშვებელია ანონსში ერთზე მეტი ავტომობილის, ან ბინის განთავსება.

ტანსაცმელი & ფეხსაცმელი:
ამ კატეგორიაში თითოეულ ნივთს უნდა გაუკეთდეს ცალკეული აღწერა. ერთ ანონსში დასაშვებია მაქსიმუმ 5 მოზარდისა და 10 ბავშვის სხვადასხვა ჩასაცმელის გამოქვეყნება.

არანაირი კოპირება:
ერთი და იგივე შინაარსის განცხადება რამდენჯერმე, ან ორ სხვადასხვა კატეგორიაში არ განთავსდება. საჭიროა განცხადება შეიტანოთ მაქსიმალურად  შესაბამის კატეგორიაში.  შეგიძლიათ, თქვენი ძველი განცხადება თავად განაახლოთ. იგი ავტომატურად განთავსდება პირველ გვერდზე.

ლინკები და მითითებები:
განცხადებაში ნივთზე, ან მომსახურებაზე, ლინკებით მითითება უნდა იყოს ანონსის შესაფერისი. არ არის ნებადართული სხვა მოქმედების თუ კლასიფიკაციის ლინკის დადება, რომელიც არ შეესაბამება განცხადებას.

სურათები: ანონსში განთავსებული სურათები უნდა იყოს განცხადების შესაფერისი. აკრძალულია სხვისი ანონსიდან  სურათის გამოყენება განმცხადებლის ნებართვის გარეშე.

ცხოველთა გაყიდვა:
მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ აღრიცხვაზე მყოფი ცხოველის სათანადო საბუთი.

არაკანონიერი ნივთები: დაუშვებელია განცხადების გაკეთება ნივთებზე, რომელთა გაყიდვაც იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით.

შეურაწმყოფელი შიგთავსი:
დაუშვებელია იმ ანონსების ან სურათების განთავსება, რომლებიც შეიძლება აღიქმებოდეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი პირის შეურაწმყოფად.

აკრძალული ნივთები და მომსახურება: anonsi.ge-ზე შეზღუდულია ზოგიერთი ნივთისა თუ მომსახურების ანონსირება.
გთავაზობთ ზოგად ჩამონათვალს:

• ჯანმრთელობის და სილამაზის პროდუქტები გარდა პარფიუმერიისა
• მეორადი საცვლები
• რეგისტრაციის დოკუმენტები
• კონტაქტური ლინზები (პირადი)
• პორნოგრაფია
• ელექტრონული ფოსტის მისამართები
• რადიო/TV და ინტერნეტის ჩანაწერები
• წევრობა სხვადასხვა საიტზე (მაგ: odnoklasniki და ა.შ.)
• საყოველთაო პროპაგანდა
• თამბაქო
• პირადი შეტყობინება და მილოცვები
• უკანონო იარაღი
• ულიცენზიო მედიკამენტები
• ამულეტები და თილისმები
• შავი მაგიის მომსახურებები
• გაცნობა-ურთიერთობის სერვისი


არარეალური შეთავაზებები: თუ  განცხადების განთავსებაზე მიიღეთ უარი anonsi.ge-ს წესების დარღვევის გამო, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი და თავიდან განათავსოთ.
anonsi.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გადაწყვიტოს, თუ რომელი შეთავაზებაა არარეალური.

მოხმარების წესები და პირობები

ელ-ფოსტა: განცხადების განსათავსებლად სავალდებულოა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტა.
თუ გსურთ, რომ მყიდველი მხოლოდ ელექტრონული ფოსტით დაგიკავშირდეთ, განცხადების განთავსებისას დაფარეთ ტელეფონის ნომერი.

პასუხისმგებლობა:
მომხმარებელი პირადად აგებს პასუხს საკუთარ განცხადებაზე!
anonsi.ge  არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული განცხადების შინაარსის სისწორეზე!

საავტორო უფლება:
ნებისმიერი ანონსის ტექსტისა თუ სურათის გამოქვეყნებაზე უფლებას იტოვებს anonsi.ge!

წესები, დროთა განმავლობაში, შეიძლება განახლდს და  შეიცვალოს!

anonsi.ge-ს მომხმარებელი, ეთანხმება ჩვენს საიტზე განთავსებულ წესებს და პირობებს.

MoMavLis-GzA

reklama

 
მთავარი   |  ანონსის დამატება   |  წესები   |  კონტაქტი